logo
ENG



ანტიციკლონი "ცერბერი" ევროპაში

19 ივლ 202320:56
3 წუთის საკითხავი
 

მაღალი ტემპერატურის ახალი რეკორდია ევროპაში. 17 ქვეყანა ძლიერ სიცხეს ებრძვის. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ყველაზე ცხელი ზაფხულია ბალკანეთის ქვეყნებში. იტალიაში ჯანდაცვის სამინისტრომ კი სპეციალური დანაყოფები შექმნა, რომლებიც იმ ადამიანებზე იზრუნებს, რომლებსაც სიცხემ ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. ხანძრებს ებრძვიან საბერძნებში, ალის გავრცელებას ძლიერ სიცხესთან ერთად ხელს, ქარიც უწყობს. ცეცხლი დედაქალაქს უახლოვდება. 


close დახურვა